LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტალი“: პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

166

ქსელში შარლიზ ტერონის მონაწილეობით ფილმის „ტალი“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა.

კომედიაში ვარსკვლავი მრავალშვილიანი დედის როლს ასრულებს, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ მეოთხე ბავშვზე არის ორსულად. მისი დაბადების შემდეგ კი ის იძულებულია ძიძა დაიქირაოს და სწორედ ამ მომენტიდან იწყება მთავარი ისტორია.

ფილმის რეჟისორი ჯეისონ რაიტმანია, პარტნიორობას კი ტერონს მაკენზი დევისი, რონ ლივინგსტონი და სხვა მსახიობები უწევენ. ფილმის პრემიერა 20 აპრილს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები