LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ ელიზბარაშვილი: „სარკესთან რომ ვდგები და ჩემს თავს ვუყურებ ან ძილის წინ, ფიქრებში რომ წავალ და ჩემს რეალურ სახეს ვუღრმავდები, იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვერ წარმოიდგენთ…“

433
თამაზ ელიზბარაშვილი

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი უცნობი მხარეების შესახებ საუბრობს.

თამაზ ელიზბარაშვილი: მე ვარ რიგითი ქართველი, ჩემს ქვეყანასა და ხალხზე უზომოდ შეყვარებული, არაფრით განსხვავებული ადამიანი. მიყვარს დალაგებული ურთიერთობა, ვერ ვიტან ბოროტებას, მოძალადე ადამიანს. ცოტა ემოციური ვარ და როცა ძალადობას ან ბოროტებას ვხედავ, მიჭირს თავის მოთოკვა. ასეთ დროს შეიძლება, ვინმეს, ზოგადად, აგრესიული ადამიანი ვეგონო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ასევე, დასანახად ვერ ვიტან მატყუარა ადამიანებს. ადამიანი რომ ერთხელ მოგატყუებს, კაცი, რომ სიტყვას იტყვის და გატეხს, ის უნდა მოიშორო. ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე ვაკეთო. ვიყო, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი.

– თვითონ ახერხებთ ცხოვრებას ისე, რომ ტყუილის თქმა არ დაგჭირდეთ?

– რა თქმა უნდა, ვახერხებ და ეს ძალიან მსიამოვნებს. სარკესთან რომ ვდგები და ჩემს თავს ვუყურებ ან ძილის წინ, ფიქრებში რომ წავალ და ჩემს რეალურ სახეს ვუღრმავდები, იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვერ წარმოიდგენთ. მატყუარა და მლიქვნელი კაცი, რომელსაც ღირსება აქვს დაკარგული, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ არის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი არ აქვს, მარტო რომ რჩება საკუთარ თავთან, სარკეში ჩახედვაც კი არ უნდა, ისე ეზიზღება თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g