თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (10 ნოემბრის ნომერი) იხსენებს ცხოვრების ეპიზოდს, რომელიც მისთვის საკმაოდ რთული ეტაპი აღმოჩნდა:
„ეს იყო ეტაპი, რომლის გახსენებაც არ მინდა და რამდენიმე წელიწადი დავკარგე განცდებში. ეს იყო რთულად დასაძლევი. მაშინაც ჩემმა სიძლიერემ გადამალახვინა. ორჯერ მომიწია ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების თქმამ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ის მესიჯები მიმეღო ბევრისგან, რომლებიც მადლობას მიხდიდნენ.
ჩვენ გვეგონა, მარტო ჩვენ ვიყავით ამ მდგომარეობაში და თქვენ რომ მოგისმინეთ, ძალიან დაგვეხმარეთო. ამიტომ დავთანხმდი მაშინ ინტერვიუს პირად თემებზე, თუმცა ბევრი გაღიზიანდა. ახლა საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი, რადგან ცუდი არაფერი გამიკეთებია…“
