თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რადიო „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, დაშავებულია ორი პირი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.