LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი, ჯენიფერ ლოპესი და სელინ დიონი ლედი გაგას პროექტს One World: Together at Home შეუერთდნენ

136
safe-image (1)

გასულ კვირას, მრავალი „გრემის“ მფლობელმა პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 35 მილიონი დოლარი გადარიცხა და სამი მსხვილი ტელემაუწყებლობა და შოუ გააერთიანა.

18 აპრილს, ამერიკის დროით 20:00 საათზე ჯიმი ფელონის, ჯიმი ქიმელისა და სტივენ კოლბერტის შოუებში სპეციალური გადაცემა, One World: Together at Home გადაიცემა, რომელიც პანდემიის დასამარცხებლად მომუშავე ექიმებს მიეძღვნება.

ლედი გაგამ COVID-19-თან საბრძოლველად 35 მილიონი დოლარი გაიღო და სამი „ღამის შოუ“ გააერთიანა

ამ პროექტით, გაგა სამ მსხვილ ტელემაუწყებლობასა და შოუებს აერთიანებს, ვიდეორგოლი NBC, ABC და CBS-ის ეთერებში, ჯიმი ფელონის, ჯიმი კიმელისა და სტივენ კოლბერტის შოუებში გადაიცემა

ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ 33 წლის ვარსკვლავის წამოწყებას ისეთი მომღერლები შეუერთდებიან როგორებიც, ტეილორ სვიფტი, სელინ დიონი, ჯენიფერ ლოპესი, შონ მენდესი, კამილა კაბეიო, ალიშა ქისი და სემ სმიტი არიან.

„უბრალოდ დასხედით და დატკბით შოუთი, მე მჯერა, რომ მუსიკოსებს გააჩნიათ უნარი, მსმენელში ღიმილი გამოიწვიონ“, –  განაცხადა ლედი გაგამ