Tesla აშენებს დასამუხტ სადგურს, რომელიც უცხოპლანეტელების თემატიკით იქნება შთაგონებული. შესაფერისი ადგილიც შემთხვევით არ შეურჩევიათ, სადგურს ნიუ-მექსიკოში ააგებენ, იქ სადაც 1947 წელს კოსმოსიდან ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა და უცხოპლანეტელთა ხომალდის ჩამოვარდნის შესახებ ჭორები გააჩინა. მოგვიანებით ეს ადგილი ამერიკულ პოპ-კულტურაში პარანორმალურ ადგილად დამკვიდრდა.
ახალი დიზაინის სადგურს სახელად Cyber-UFO ერქმევა და მისი სახურავი მფრინავ თეფშს ემგვანება. იქვე განთავსდება 20,88 კილოვატი სიმძლავრის მზის ელემენტები და 8 ცალი დასამუხტი პუნქტი.
როგორც Tesla-ს დასამუხტი სადგურების ხელმძღვანელმა მაქს ზაგერმა განაცხადა, ეს იქნება თემატური სადგური, რომელიც კონკრეტულ ადგილს და მოვლენას მიეძღვნება და მეორე ასეთი აღარ იარსებებს. უახლოს მომავალში კი კიდევ რამდენიმე სადგური აიგება, საკმაოდ განსხვავებულები, ისეთები რომლებიც მძღოლებს მოგზაურობის მოტივაციას მისცემენ.
