სოციალურ ქსელებში, მათ შორის Reddit-ზე, ვირუსულად ვრცელდება ვიდეო ორ ავტომობილს შორის მომხდარი უცნაური ინციდენტის შესახებ: Tesla Model X-მა თვითნებურად გახსნა წინა კარი იმ მომენტში, როცა მის გვერდით MINI Clubman-ი გადიოდა. შედეგად ორმა მანქანამ ერთმანეთი დააზიანა.
ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტი ტეხასში ერთ-ერთი სახლის წინ მოხდა. ორივე მანქანა ერთ მფლობელს – ბრიუსს ეკუთვნის. ის იმ მომენტში MINI Clubman-ში იჯდა და თან ჰქონდა ან სმარტფონი, ან Model X-ის გასაღების აცმა, რამაც ეს კომიკური ავარია გამოიწვია.
Tesla Model X-ის ელექტრონიკამ მოწყობილობის მიახლოება იგრძნო, მფლობელი ამოიცნო და „მასპინძლურად“ ავტომატურად გაუღო მძღოლის კარი. ამავდროულად, ელექტრომობილმა ვერ „დაინახა“ მის გარშემო არსებული დაბრკოლებები. აღსანიშნავია, რომ კროსოვერის უკანა კარი აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც აფიქსირებენ დაბრკოლებებს, ხოლო მძღოლის კარის ავტომატური გაღების ფუნქცია, როგორც მომხმარებლის ინსტრუქციაში წერია, შესაძლებელია გაითიშოს Model X-ის მენიუდან.
როგორ აუხსნის ბრიუსი ამ შემთხვევას სადაზღვევო კომპანიას რთული სათქმელია.
გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა კიდევ ერთი უცნაური ისტორია Tesla-სთან დაკავშირებით: ავსტრალიურ Model Y-ს მოძრაობის დროს მეტეორიტი დაეცა საქარე მინაზე და როგორც მძღოლი ამბობს, ავარიის თავიდან აცილება მხოლოდ Tesla-ს „ავტოპილოტმა“ შეძლო.