LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ჩინური კონკურენტი 1.8 მილიარდიან ქარხანას ააშენებს

16

ჩინური ტექნოლოგიური კონგლომერატი LeEco ახალი ქარხნის მშენებლობაში 12 მილიარდი იუანის ჩადებას გეგმავს, რაც 1.8 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ქარხანაში LeSee-ის სერიული მოდელების წარმოება დაიწყება, რომელიც პირდაპირი კონკურენტი იქნება Tesla Model S-ის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Motoring Post-ი.

აღნიშნული დაწესებულება ჩინეთის ქალაქ ჩჟეცზიანში აიგება. იგი განთავსდება კომპლექსში რომელიც 2018 წლის ბოლოს დასრულდება და რომლის სახელწოდებაც იქნება – Eco Experience Park.  პროექტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ჩანს, კომპანია Tesla-ს აქტიურ ოპონენტს დიდი გეგმები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები