LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტიმ ბარტონი მიყვარს… ახალი თავგადასავლები იწყება“ – 58 წლის მონიკა ბელუჩი 64 წლის რეჟისორზე აღტაცებით საუბრობს და მასთან რომანს ადასტურებს

746
page

მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი უკვე 7 თვეზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან. მართალია, პაპარაცებმა 58 წლის მსახიობი და 64 წლის რეჟისორი ერთად არაერთხელ გადაიღეს, თუმცა რომანი ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. და აი, მონიკა გამოცემა Elle France-სთან ახალ შეყვარებულზე პირველად ალაპარაკდა.

„რა შემიძლია გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი, ასეთი შეხვედრები ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება. მე ვიცნობ ამ ადამიანს… მე მიყვარს ეს ადამიანი. და აი, მე ახლა მასთან მივდივარ. ახალი თავგადასავლები იწყება…“, – აცხადებს ბელუჩი.

„ასე გამოიყურება შეყვარებული მონიკა“ – 58 წლის მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე სმოკინგით გამოჩნდა

„უკანასკნელი სიყვარული“ – 58 წლის მონიკა ბელუჩისა და 64 წლის ტიმ ბარტონის მადრიდული გასეირნება

ახალი სიყვარულით სხვანაირად გასხივოსნებული მონიკა ბელუჩი ალისფერ კაბაში

შეგახსენებთ, ბარტონი და ბელუჩი გასული წლის ოქტომბერში, ძმები ლუმერების სახელობის კინოფესტივალზე დაახლოვდნენ. ბარტონს საპატიო პრიზი სწორედ მონიკა ბელუჩიმ გადასცა. ტიმ ბარტონი 2001 წელს ჰელენა ბონემ კარტერზე დაქორწინდა, რომლისგანაც მას ორი შვილი ჰყავს. თავის მხრივ მონიკა 2013 წელს გაშორდა ყოფილ  ვენსან კასელს, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები