LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია, სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია!“

200
BeFunky-collage

„სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია!“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია, გუშინდელი ვიდეოს ჩვენება კი ზუსტად ეს იყო.

„რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეო მასალის ჩვენებით არ არის საიდუმლო. იუსტიციის მინისტრი ეთერიდან გვიხსნიდა როგორ უნდა გავიგოთ, რა უნდა დავინახოთ, რა არა.

მათი მომხრეების, დაქირავებული ტროლების პოსტები, კომენტარები, სხვების კედლებზე შემოვარდნები ნათლად გვაჩვენებს ხელისუფლების გზავნილების უსუსურობას.

სინამდვილეში არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გვინახავს გუშინ იმისგან განსხვავებული რაც ისედაც ვიცოდით. ექს-პრეზიდენტი ავადაა და სერიოზული სამედიცინო ჩარევა და დახმარება სჭირდება.

ამასობაში რადგან კადრები აგვისტო-დეკემბრით თარიღდება ამ კადრებით ისიც ვნახეთ რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ჩარევის აუცილებლობას. აგვისტოდან დეკემბრამდე ვერაფრით დაეხმარა მას ის სამედიცინო მხარდაჭერის სისტემა რომელსაც ვივა-მედი და შესაბამისად სახელმწიფო სთავაზობს.

როგორც ყოველთვის, თავად აიჭრა და აირია ხელისუფლება საკუთარ პროპაგანდაში.

არადა, თუკი რამე აქვთ სათქმელი სასამართლოზე უნდა მოიყვანონ პატიმარი, რომელზეც მორიგ ჯერზე გვითხრეს სიმულიანტობს და იტყუებაო.

შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია. გუშინდელი ვიდეოს ჩვენება ზუსტად ეს იყო.

სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია!“ – წერს თინა ხიდაშელი.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს, პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას” – მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე

გიორგი ფხაკაძე: „ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას.. სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტი მიწასთან არის გასწორებული“

გია ხუხაშვილი: „გუშინდელ კადრებში ყველამ ის დაინახა, რისი დანახვაც უნდოდა თავისი დამოკიდებულების დასადასტურებლად… მოკლედ, “ნიჩია” დამთავრდა, პენლების დროა“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები