LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკბილეული, ჰიპნოზი და ცხელი ყავა – შვეიცარიაში ვაქცინაციის წახალისებისთვის ყველაფერს აკეთებენ

89
Capture

ნოემბრის დასაწყისში შვეიცარიაში ვაქცინაციის ნაციონალური კვირეული იყო. გამოცემა swiss info-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მიზანია, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაარწმუნოს, მათ შორის უცხოელებიც, რომლებიც ამ დროისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ჟენევის კანტონმა აცრილებისთვის ლატარია დაიწყო და გარდა ფულადი პრიზებისა, ერთ-ერთი გამარჯვებულისთვის ჟენევის აეროპორტის ტერიტორიაზე ჯავშნიანი ავტომობილით გასეირნების შანსიც დააწესა.

ვაქცინაციის ნაციონალური კვირეულის გამორჩეული მოვლენა გახდა ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები, სადაც მსმენელს პოპულარული შვეიცარიელი პოპ-მუსიკოსების ხილვის შესაძლებლობა მიეცა.

ციურიხში ხელისუფლებამ რკინიგზის სადგურის სიახლოვეს „აცრების სოფელი“ შექმნა. ასაცრელად მისულ ადამიანებს ცხელი ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ.

დაბოლოს, პატარა დასახლებაში, აპენცელში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მხოლოდ 57% იყო, ყველას ვისაც აცრის პანიკურად ეშინოდა, ნემსი ჰიპნოზის ქვეშ გაუკეთეს, თანაც ექიმის კაბინეტშივე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები