როგორც ცნობილია, ფლორიდაში ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და მილიარდერი, ნიკოლა პელტცის გლამურული ქორწილი გაიმართა. ცერემონიალი 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.
კაბაში ჩაკერებული ავი თვალისგან დამცავი თილისმა – 5 ფაქტი ბექჰემების რძლის სენსაციური კაბის შესახებ
გრძნობებს ვერ მალავს – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის პირველი ვახშამი ცოლ-ქმრის სტატუსით დევიდ ბექჰემის მამა 4 მილიონიანი ქორწილიდან სახლში „უბერის“ ტაქსით გაემგზავრა – სიძის ბაბუისთვის მანქანა ვერ მოიძებნა
ახლა კი ირკვევა, რომ ნიკოლამ და ბრუკლინმა მოწვეულ სტუმრებს სთხოვეს, რომ მათთვის საქორწინო საჩუქრების ნაცვლად, უკრაინას დახმარებოდნენ და საქველმოქმედო ორგანიზაცია CORE-ში თანხა გადაერიცხათ.
„მე და ბრუკლინი განადგურებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო“, – წერს 27 წლის ნიკოლა და ფოტოს ავრცელეს, სადაც ლინკია მითითებული.
ცნობისთვის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და საქველმოქმედო ფონდში 1 მილიონო ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს.
ვიდეო: ბექჰემებმა უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს