LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Bugatti Chiron „თეთრი სპილო“ აუქციონზე გამოიტანეს

115
1428x1428

Bonhams-ის აუქციონზე გამოფინეს უნიკალური Bugatti Chiron, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის დამზადებული. საუბარია Chiron Super Sport-ის ვერსიაზე სახელწოდებით Elephant Blanc („თეთრი სპილო“). ავტომობილი ორ წელზე ნაკლები ასაკისაა და ექსპერტების შეფასებით, მისმა ფასმა ვაჭრობის პროცესში შესაძლოა 5 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

ჰიპერქარის შთაგონების წყარო გახდა ომამდე ეპოქის ლეგენდარული Bugatti Type 41 Royale – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ექსკლუზიური ავტომობილი თავისი დროისათვის. სწორედ ამ მოდელს ამშვენებდა სპილოს ფიგურა, რის გამოც „თეთრი სპილოს“ სახელწოდება მიიღო. სპილოს გამოსახულებები ამოქარგულია თანამედროვე Chiron-ის სავარძლების თავის დასადებზეც. 

ავტომობილის ძარა შეღებილია ელეგანტურ ფერში Glacier White, ხოლო სალონი სრულად შესრულებულია French Racing Blue ტონალობაში. 2024 წლის გამოშვების მიუხედავად, ავტომობილი უქმად არ მდგარა – მისი გარბენი 4 450 კილომეტრს შეადგენს. მიუხედავად ამისა, Chiron საკოლექციო, პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია.

ტექნიკური ნაწილი სტანდარტულია ამ მოდიფიკაციისთვის:
W16 ტიპის ოთხტურბინიანი ძრავა გამოიმუშავებს 1600 ცხენის ძალას და 1600 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს. ძრავა მუშაობს შვიდსაფეხურიან „ავტომატურ“ კოლოფთან ერთად, ხოლო სრული ამძრავი სისტემით ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები