უზარმაზარმა დათვმა კალიფორნიის შტატში ათობით სახლი დააზარალა, მსუნაგი ცხოველი მუდმივად საკვების ძიებაშია.
გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, 230 კილოგრამიანი დათვი, მეტსახელად – „ჰენკ-ტანკი“ სახლებს რამდენიმე თვის განმავლობაში არბევდა. ბოლო ასეთი „ძარცვის“ დროს ცხოველი სახლში ფანჯრიდან გადაიპარა. ჰენკმა ძარცვის დროს ბევრი ადამიანი შეაშინა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პირისპირ შეხვედრის დროსაც არავისთვის ზიანი არ მიუყენებია. შესაბამისად, ჰენკმა მუდმივად მშიერი თუმცა სათუთი ცხოველის რეპუტაცია დაიმკვიდრა.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დათვის ბოდიალს ბოლო მოუღოს. მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, დათვს უბრალოდ სპეციალურ ნაკრძალში გადაიყვანენ, სადაც საჭმელი არ მოაკლდება.