LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერონიკა კალანდარიშვილის 10-წლიანი ურთიერთობა: „ძალიან კარგი პერიოდიც გვქონია და ძალიან რთულიც. დაახლოებით, ორი წელი მე ძალიან რთული პერიოდი მქონდა და ის მაგრად დამიდგა გვერდში…“

1121
ვერონიკა კალანდარიშვილი

მსახიობი ვერონიკა კალანდარიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს პირადი ცხოვრების შესახებ და აღნიშნავს, რომ უკვე 10 წელია, შეყვარებულია.

რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– ხუთ ოქტომბერს მე და ჩემს მეწყვილეს გაცნობიდან ათი წელი შეგვისრულდა. დროს გაცნობის დღიდან ვითვლით, რადგან მე მიმაჩნია, რომ მას ერთი ნახვით შევუყვარდი (იცინის). როგორც მიყვება, პირველივე ნახვისას მოიხიბლა. გაცნობის დღესვე ვიგრძენით ქიმია და ერთ კვირაში უკვე შეყვარებულები ვიყავით.

– ესე იგი, მარტო ის არ მოხიბლულა ერთი ნახვით.

– მე ორი ნახვით მოვიხიბლე (იცინის). რეალურად, კი. არაჩვეულებრივი ადამიანია. გამიმართლა, რომ ზუსტად ის მყავს გვერდით. იმედია, მასაც გაუმართლა (იცინის). ხუმრობა იქით იყოს, მართლა ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ერთმანეთს ვავსებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ, მე უფრო მეტად გამიმართლა, ვიდრე მას.

– თქვენი ათი წელი როგორია?

– ამერიკული მთებივით – ძალიან კარგი პერიოდიც გვქონია და ძალიან რთულიც. დაახლოებით, ორი წელი მე ძალიან რთული პერიოდი მქონდა და ის მაგრად დამიდგა გვერდში. გრძელვადიან ურთიერთობაში მყოფმა ადამიანმა იცის, რამდენად რთულია, როცა შენი პარტნიორი ძალიან ცუდად არის და შენ მუდმივად გვერდით უნდა ედგე, ეს დიდ ენერგიას და კარგ ნერვებს მოითხოვს. მისი უზომოდ მადლიერი ვარ და ამიტომაც ვამბობ, რომ მე უფრო გამიმართლა მასში.

 

მასალაში გამოყენებულია თამარა გონჯილაშვილის ფოტოები. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g