LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ქმარს დაესიზმრა, რომ ბიჭი კი არა, გოგო გვყავდა, არადა, მეუბნებოდნენ, ბიჭიაო…“ – ნანიკო ხაზარაძის ამბავი ქალიშვილის შესახებ

397
ნანიკო ხაზარაძე და ლილუ

„ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სასაუბრო თემა სიზმრები იყო.

ნანიკო ხაზარაძემ სიზმრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა:

„ყველას ცხოვრებაში დაგვსიზმრებია ისეთი რამ, რასაც რადიკალურად შეუცვლია ჩვენი ცხოვრება. არ არსებობს, დამესიზმროს რამე და ის შემდეგ არ მოხდეს. როდესაც ლილუზე ვიყავი ორსულად, ვიცოდი, რომ ბიჭზე ვიყავი ფეხმძიმედ. რამდენჯერმე ვიყავი გამოკვლევაზე და ბიჭიაო, მეუბნებოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს დეიდაშვილს, რომელიც ორსულად იყო, წავყევი ექოსკოპიაზე. ჩემმა ქმარმა, რომელიც სხვა ქვეყანაში იყო, დამირეკა და მითხრა, დამესიზმრა, თითქოს გოგო გვყავდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მილა იოვოვიჩის გმირს, ლილუსო. ვერ მოვითმინე და იქვე დავწექი მეც გამოკვლევაზე,. აღმოჩნდა, რომ გოგო მყავდა. ეს ფილმი მაშინ ხშირად გადიოდა და ავდექი და დავარქვი ჩემს შვილს ლილუ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g