აშშ-ში, მისურის შტატში პატრონების მიერ დატოვებული საჭმლით დაინტერესებულმა ცუგამ გაზქურა ჩართო და სახლში ხანძარი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო UPI ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა სახლიდან ორი ძაღლი გამოიყვანეს. შენობაში ამ დროს ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
მაშველებმა გადაწყვიტეს სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ენახათ, რათა გაეგოთ თუ რამ გააჩინა ცეცხლი. შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ცხოველი გაზზე დადგმული ქვაბის შიგთავსით დაინტერესდა, როდესაც შიგნით ჩახედვას ცდილობდა შემთხვევით გაზქურა ჩართო.
მეხანძრეების თქმით, საკვები მალე დაიწვა და ცეცხლიც გააჩინა. ხანძარი გაზქურის ჩართვიდან 8 წუთში გავრცელდა. შედეგად ცხოველი არ დაზიანებულა, თუმცა მეპატრონეებს ნამდვილად დიდი ზარალი მოუტანა.