Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების სია გამოაქვეყნა.
სიაში პირველ პოზიციაზე 29 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი მოხვდა და წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლის ტიტულიც მოიპოვა. არტისტმა მიმდინარე წელს, საკონცერტო ტურნეთი და ალბომით Lover 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე პოზიციაზე 150 მილიონი დოლარით ამერიკელი რეპერი კანიე უესტი გავიდა, რომელმაც გარდა იმისა, რომ ახალი, საკმაოდ პროვოკაციული ალბომი გამოუშვა, კომპანია Adidas-თან კონტრაქტი გააფორმა და ფეხსაცმელების ხაზი Yeezy შექმნა.
კანიე უესტი სახელს იცვლის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს (ვიდეო)
"როდესაც ვამბობ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი, ყველას ეცინება. არადა, ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნი. ტაბლოიდები წერენ, ქანიე გაგიჟდაო, მაშინ, როდესაც ყოველი მესამე აფროამერიკელი ციხეშია.“
რეიტინგის მესამე ადგილზე ედ შირანი 110 მილიონი დოლარით მოექცა.
YouTube-მა 2019 წლის ყველაზე პოპულარული კლიპები დაასახელა (ვიდეო)
შეაფასეთ 2019 წლის ყველაზე პოპულარული ტოპ-10
მეოთხეზე ჯგუფი როკ-ჯგუფი The Eagles (100 მილიონი დოლარი) გავიდა, მეხუთეზე ელტონ ჯონი, 84 მილიონ დოლარიანი შემოსავლით, მეექვსე ადგილი კი შემსრულებლებმა ჯეი ზიმ და ბიონსემ გადაინაწილეს, (81 მილიონი).