LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ჩემთვის სტრესი არ ყოფილა…ეს მე მივიღე, როგორც უდიდესი ბედნიერება, საჩუქარი და ამისთვის მადლიერი ვარ” – ნატალიკო ქუთათელაძე

224
befunky-collage-2024-04-11t012412.739-2024-04-11_01-24-20_977836

ქართული ესტრადის ლეგენდარული დივას, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალიკო ქუთათელაძე ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარია.

როგორც ნატალიკო ამბობს, მისთვის პატივია ნანის შვილიშვილობა და ყოველ წამს დიდ საჩუქრად მიიჩნევს.

,,მივიღე მუსიკალური განათლება და მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც უნდა ვიყო. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ჩემთვის სტრესი არ ყოფილა. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ მე უფრო მეტად პრივილეგირებული ვარ, ვიდრე ვინმე სხვა და ასეც არის.

ეს მე მივიღე, როგორც უდიდესი ბედნიერება და ამისთვის მადლიერი ვარ. ბევრს შეიძლება მოუნდეს ჩემს ადგილზე ყოფნა. სწორად მინდა გაიგოს ხალხმა, მე ამ პრივილეგიას არ ვიყენებ ბოროტად. გამიმართლა იმ გარემოცვაში, რომელშიც ვტრიალებ.

ყოველი წამი გააზრებული მაქვს, როგორც დიდი საჩუქარი. არაფერი ტყუილად არ ხდება და რაც ხდება, ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო. წაგებებმა და შეცდომებმა ძალიან გამზარდა, უნდა დაფიქრდე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, იწყებ ძიებას და ეს პროცესი გზრდის!”, – საუბრობს ნატალიკო ქუთათელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g