LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტეილორ სვიფტის სიმღერაზე აცეკვებული პრინცი უილიამის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

142
newspress-collage-r7s5s2hjq-1719061044783

ქსელი ვირუსულად მოიცა ვიდეომ, რომელშიც ტეილორ სვიფტს კონცერტზე აცეკვებული პრინცი უილიამი ჩანს. კადრებში 42 წლის უელსის პრინცი ამერიკელი მომღერლის 2014 წლის ჰიტს – Shake It Off ელასტიურად ჰყვება და გარშემომყოფების ყურადღება საერთოდ არ ადარდებს.

ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც ტეილორმა და უილიამმა, ამ უკანასკნელის შვილებთან – ჯორჯთან და შარლოტთან ერთად, ბექსთეიჯში გადაიღეს. სურათებში მუსიკოსის ბოიფრენდი, ტრევის კელსიცაა აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ საღამოზე არ იმყოფებოდა ქეით მიდლტონი, რომელიც ქიმიოთერაპიის კურსს გადის. შოუს ასევე არ დასწრებია წყვილის უმცროსი ვაჟი, ლუი.

ცნობილია, რომ სამეფო ოჯახი 33 წლის არტისტის გულშემატკივარია.

ამჟამად, ტეილორ სვიფტი The Eras Tour-ის კონცერტებს, ევროპის მასშტაბით მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები