LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen Tiguan-ს 2035 წლამდე არ გააუქმებენ

108
1098x1098 (1)

კომპანია Volkswagen გეგმავს ბენზინზე და დიზელზე მომუშავე კროსოვერის Volkswagen Tiguan-ის წარმოების გაგრძელებას დაახლოებით 2035 წლამდე. ამის შესახებ გამოცემა Carscoops-ი წერს. ინფორმაცია კომპანიის საწარმოო საბჭოს სხდომაზე  საბჭოს თავმჯდომარემ გააჟღერა.

მოდელის აქტუალურობის შესანარჩუნებლად Volkswagen გეგმავს ორი მსხვილი განახლების ჩატარებას.

2028 წელი – სავარაუდოდ, ძირითადად შეიცვლება ინტერიერი და პროგრამული უზრუნველყოფა. შესაძლოა სალონში ფიზიკური ღილაკები კვლავ დაბრუნდეს, ხოლო ექსტერიერში ცვლილებები ძირითადად ბამპერების დიზაინს შეეხება.


2031 წელი – უფრო მასშტაბური რესტაილინგი, რომელიც გულისხმობს გარეგნობის სერიოზულ ცვლილებებს და ძრავების განახლებულ ხაზს, რომელიც შესაძლოა უფრო მეტად ელექტრიფიცირებული გახდეს.


ამ ნაბიჯით კომპანია ცდილობს პოპულარული მოდელის შენარჩუნებას ბაზარზე ზედმეტი ხარჯების გარეშე.

ამავე დროს, კროსოვერის ელექტრო ალტერნატივა – Volkswagen ID.4 მომავალში შესაძლოა Tiguan-ის სახელით გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში მოდელს  პრეფიქსი ID დაემატება.

მსგავსი სტრატეგია კომპანიამ უკვე გამოიყენა მოდელებისთვის Volkswagen ID. Polo და Volkswagen ID. Golf-ის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები