LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი iHeartRadio Music Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია – დაჯილდოების ნომინაციებს, ტეილორ სვიფტი ლიდერობს

105
photo-collage.png (25)

29 მარტს, ლოს-ანჯელესში iHeartRadio Music Awards გაიმართება.

დაჯილდოების ტოპ ნომინანტი ზედიზედ მეოთხედ, ტეილორ სვიფტია. ამ უკანასკნელს 9, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაცია მიენიჭა, რომელშიც მის კონკურენტებად: ბედ ბანი, ბენსონ ბუნი, კრის ბრაუნი, ჯელი როლი, კენდრიკ ლამარი, ლედი გაგა, მორგან უოლენი, საბრინა კარპენტერი და ტეიტ მაკრეი დასახელდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ისტორიაში ტეილორ სვიფტი ყველაზე მეტი ნომინაციისა და ჯილდოს, ასევე სპეციალური პრემიის რეციპიენტია. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაჯილდოების ტრიუმფატორადაც, სწორედ ის გვევლინებოდა.

ლედი გაგასა და მერაია ქერის სპეციალური პრემიები გადაეცათ – iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

სვიფტის შემდეგ, ნომინაციებს ალექს უორენი, ბედ ბანი და საბრინა კარპენტერი ლიდერობენ. შემსრულებლები წარდგენილი 8-8 ნომინაციაში არიან.

ცნობისთვის, iHeartRadio Music Awards წელს მეცამეტედ ჩატარდება. შოუს წამყვანის ვინაობა, ჯერჯერობით უცნობია.

ნომინანტთა სრული სია

შეგახსენებთ, რომ iHeartRadio უფასო სამაუწყებლო და ინტერნეტ რადიო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალსა და დაჯილდოებას მართავს.