LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ ელექტრო სედანი SU7 განაახლა – ერთ დამუხტვაზე სავალი მანძილი 902 კილომეტრამდე გაიზარდა

119
xiaomi-su7-europe-1

კომპანია Xiaomi-მ ჩინეთში განახლებული ელექტრო სედანის, SU7-ის შეკვეთების მიღება დაიწყო. მოდელმა რესტაილინგი ბაზარზე გამოჩენიდან ორი წლის შემდეგ მიიღო და ახლა უფრო მძლავრი ძრავებით, გაუმჯობესებული ტექნოლოგიებითა და განახლებული ინტერიერით გამოდის. განახლებული SU7-ის სავალი მანძილი მაქსიმალურ ვერსიაში 902 კილომეტრს აღწევს.

განახლებული მოდელის ფასი ჩინეთის ბაზარზე 229 900-დან 309 900 იუანამდე მერყეობს (დაახლოებით 32 800-44 300 დოლარი), რაც მიმდინარე ვერსიებთან შედარებით 10 000-14 000 იუანით მეტია. ოფიციალური გაყიდვები აპრილში დაიწყება.

SU7 აღიჭურვა ახალი V6s Plus ძრავებით. Standard და Pro ვერსიების სიმძლავრე 299-დან 320 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო ტოპ-მოდელი Max ახლა 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასევე გაიზარდა აკუმულატორის სამუშაო ძაბვა, რაც დამუხტვის სიჩქარეზეც აისახა – Max ვერსია 15 წუთში 670 კილომეტრამდე სავალი მარაგის შევსებას შეძლებს.

სავალი მანძილი ყველა კომპლექტაციაში გაუმჯობესდა:
• Standard -720 კმ
• Pro – 902 კმ
• Max – 835 კმ (CLTC ციკლით)

ყველა ვერსია სტანდარტულად აღიჭურვა Xiaomi-ის დამხმარე მართვის სისტემით (HAD), რომელიც ახალი, უფრო მძლავრი პროცესორით მუშაობს. უსაფრთხოების მხრივ, უსაფრთხოების ბალიშების რაოდენობა 7-დან 9-მდე გაიზარდა. Pro და Max კომპლექტაციებში სტანდარტულად დაყენდა ორკამერიანი პნევმო საკიდარი.

Xiaomi გეგმავს ელექტრომობილების ხაზის შემდგომ გაფართოებასაც. კომპანია მუშაობს რამდენიმე ახალ მოდელზე, მათ შორის სრულმასშტაბიან ოჯახურ კროსოვერზე YU9, რომელიც ჰიბრიდული ძრავით იქნება აღჭურვილი და ექვს ან შვიდადგილიან სალონს შესთავაზებს მომხმარებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები