LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა გორგაძე: „მშობლებისგან ნაყიდი პატარა ბინა მქონდა და ჩემს გარდერობსაც ვეღარ ვტევდი… არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დანაზოგით ბინა შევიძინოთ და შესაბამისად, მეც ბანკიდან დამჭირდა სესხის გამოტანა…“

416
ზურა გორგაძე

„რუსთავის 2“-ის სახემ, ზურა გორგაძემ მცირე ხნის წინ საკუთარი ბინა შეიძინა და ჟურნალ „თბილისელებს“ ამ თემაზე ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ახლახან, ბინა შეიძინე, გილოცავ. შენი დანაზოგით მოახერხე ყიდვა, ბანკიდან აიღე სესხი თუ ოჯახის წევრები დაგეხმარნენ?

– მშობლებისგან ნაყიდი პატარა ბინა მქონდა და ჩემს გარდერობსაც ვეღარ ვტევდი. ცხადია, რაღაც უნდა მექნა. ზოგადად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დანაზოგით ბინა შევიძინოთ და შესაბამისად, მეც ბანკიდან დამჭირდა სესხის გამოტანა. წელს ჩემი ოცნება ავიხდინე.

სხვათა შორის, წელს, მეგობართან ერთად, რომელიც ფოტოგრაფია და მე – გახმოვანების მსახიობი, ჩამოვაყალიბეთ და დავაფუძნეთ სტუდია და დავარქვით „ვოის მარკეტი“. ჩემთვის ეს წელი საკმაოდ კარგი წელი იყო და იმედია, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g