როგორც ცნობილია, 14 თვიანი ქორწინების შემდეგ, ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ახლახან სოციალურ ქსელში პოსტები გაავრცელა და განშორების შესახებ ისაუბრა.
„ყველამ იცით, რომ მე და სემი ერთად აღარ ვართ. 6 წელი ძალიან დიდი დროა, ასე რომ, ცოტა შოკში ვარ. პოსტს იმის ასახსნელად არ ვწერ, თუ რატომ მოხდა ასე, თუმცა ტკივილს ვეღარ გავუძელი. სიამოვნებით გამოვხატავდი ჩემს ცრემლებსა და ემოციებს იმის შესახებ, თუ რას ვგრძნობ სინამდვილეში, ადამიანი უპირობოდ უნდა გიყვარდეს და არა პირობებით. იმდენად ძლიერი ვიქნები, რამდენადაც ეს შემიძლია“, – წერს ბრიტნი „ინსტაგრამზე“.
განშორების ფაქტს სემიც გამოეხმაურა.
„6 წლიანი სიყვარულისა და ერთმანეთისადმი ერთგულების შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა დავასრულოთ. ჩვენ ვინარჩუნებთ სიყვარულსა და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ“, – აცხადებს სემი
„რა იყო მანამდე, ბრიტნიმ კაცად აქცია“ – ვრცელდება სემ ასგარის შოკისმომგვრელი ფოტოები
„ეს გოგო ხომ არ გაახარეს…“ – სემ ასგარი ბრიტნი სპირსს „უხერხული დეტალების“ გასაჯაროებით ემუქრება