LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 და 59 წლის გვრიტები – ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი კინოფესტივალზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

462
65 და 59 წლის გვრიტები - ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი კინოფესტივალზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

ცნობილი კინორეჟისორი ტიმ ბარტონი და მსახიობი მონიკა ბელუჩი იტალიური კინოფესტივალის, Globo d’Oro Awards-ის ცერემონიაზე ერთად მივიდნენ. 65 წლის რეჟისორი და 59 წლის მსახიობი ხელჩაკიდებულნი გამოვიდნენ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე. მონიკა ბრწყინავდა შავი ფერის გამჭვირვალე კაბაში, რომელიც ატლასის ბაფთებით იყო გაფორმებული. შავ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი ტიმ ბარტონიც.

მონიკას ფესტივალზე სპეციალური პრიზი გადაეცა, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. პაპარაცებს არც ის კადრები გამორჩენიათ, როგორ უსწორებდა კაბას ფოტოსესიის დროს ტიმ ბარტონი მონიკას.

ფოტო/ვიდეო: მონიკა ბელუჩის უჩვეულოდ პიკანტური ფოტოსესია Elle-თვის

„მე ახლა თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ“ – 59 წლის მონიკა ბელუჩი არაბული „ვოგის“  გარეკანზე და საუბრები ტიმ ბარტონთან რომანზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები