ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ კინოთეატრში AFI Life Achievement Award-ის ყოველწლიური, რიგით 49-წ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკოლ კიდმანი გახლდათ, სწორედ მან დაიმსახურა მთავარი ჯილდო.
ამ დღეს წითელ ხალიჩაზე 56 წლის ნიკოლი „ბალენსიაგას“ ულამაზესი კაბით გამოჩნდა. ეს გახლდათ ოქროსფერი, ბრჭყვიალა კაბა, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ამშვენებდა. მსახიობს თან მეუღლე, კიტ ურბანი ახლდა.
ნიკოლ კიდმანს ეროტიკულ თრილერში მასზე 29 წლით უმცროსი ჰარის დიკინსონი უყვარდება
მოშიშვლებული კაბა და მარადიული სილამაზე – 56 წლის ნიკოლ კიდმანის უზადო „ლუქი“
56 წლის ნიკოლ კიდმანი „შიშველ კაბაში“ ახალი სერიალის ჩვენებაზე გამოჩნდა