ინტერნეტში იმ არტისტთა და ბენდთა მოკლე სია გამოქვეყნდა, რომლებიც დონალდ ტრამპს მათი შემოქმედების წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებას უკრძალავს. ჩამონათვალში თავს 30 მუსიკოსი და ჯგუფი იყრის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრებზე, მათი სიმღერების გამოყენებას აპროტესტებენ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპს წინა კამპანიების დროსაც, არაერთმა შემსრულებელმა თუ კოლექტივმა გაუგზავნა მათი მუსიკის გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნა.
ახლახან, გარდაცვლილი შინეიდ ო’კონორის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს ტრამპს, საკუთარი კამპანიის ფარგლებში, ირლანდიელი მომღერლის რეპერტუარი აღარ გამოიყენოს.
სიას შეუერთდნენ ასევე: ,,აბბა”, სელინ დიონი, არიანა გრანდე, მაილი საირუსი, კეტი პერი და სხვები.