გარდაბანი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.