LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რევანში მამაკაცურად“ – ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილთან ერთად გამოჩნდა

191
page

ბენ აფლეკის ყოფილი მეგობარი ქალი, ლინსი შუკუსი, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ნიუ-იორკში, სადაც ის მსახიობის ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ ლოპესის ექს-საქმროს, ალექს როდრიგესის დოკუმენტურ ფილმის პრემიერას დაესწრო.

45 წლის შუკუსმა, რომელიც აფლეკს 2017-2019 წლებში ხვდებოდა, წითელ ხალიჩაზე ელეგანტურიო შავი კაბა მოირგო. ის სპორტსმენს გვერდიდან არ შორდებოდა. ღონისძიების მთავარი გმირიც შესანიშნავად გამოიყურებოდა დახვეწილ კოსტიუმში.

ცნობისთვის, როდრიგესისა და ლინსი შუკუსის რომანის შესახებ პირველად საუბარი 2021 წელს დაიწყო.

რევანში – ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ შეყვარებულს, ლინდსი შუკუსს ხვდება

ცნობისთვის, HBO-ს დოკუმენტურ ფილმში Alex vs. A-Rod როდრიგესი საკუთარ გზას გვიჩვენებს, ბავშვობიდან დაწყებული, სპორტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ფიგურით დასრულებული. პროექტი ასევე შეეხება მის გახმაურებულ დისკვალიფიკაციას დოპინგის გამო და მოიცავს თავად სპორტსმენის გულწრფელ ინტერვიუებს.

სამნაწილიანი ფილმის პრემიერა 6 ნოემბერს შედგება, ახალი ეპიზოდები კი ყოველ ხუთშაბათს გამოვა.

„ნება შენია, ან ერთი გზით წახვალ, ან მეორეს აირჩევ…“ – ალექს როდრიგესი „ბენიფერის“ განშორების შესახებ კომენტარს აკეთებს

„როდესაც, ვინც მიგატოვა, ისიც მიატოვეს“ – ალექს როდრიგესი ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები