LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშ შემდეგ, რაც კიტ ურბანი ახალგაზრდა შეყვარებულთან გადავიდა საცხოვრებლად, ნიკოლ კიდმანი პირველად გამოჩნდა

295
page

როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, კიტ ურბანი ნიკოლ კიდმანთან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ახალ რომანტიკულ ურთიერთობაშია და უკვე მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. წყარო აცხადებს, რომ 58 წლის ურბანის ახალი პარტნიორი 26 წლის ქანთრი მომღერალი, კარლეი სკოტ კოლინზია. მუსიკალურ წრეებში „ყველა დარწმუნებულია“, რომ ურბანი უკვე სერიოზულ ურთიერთობაში იმყოფება.

ყოველივე ამის შემდეგ ნიკოლი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის ქალიშვილებთან ერთად აეროპორტში გადაიღეს. მსახიობი შესანიშნავ განწყობაზე იყო.

„ის მომავალს იმედით უყურებს და წინ დატვირთული და საინტერესო წელი აქვს. ყველანი ნელ-ნელა უბრუნდებიან ყოველდღიურ რუტინას. ამ ეტაპზე ყველაფერი მშვიდად არის. ნიკოლი ბევრ დროს ატარებს თავის გოგონებთან. მას ძალიან უყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა“, – აცხადებს ინსაიდერი.

„ნიკოლ კიდმანის ახალგაზრდა ვერსია იპოვა“ – 58 წლის კიტ ურბანი 26 წლის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს – უახლესი დეტალები

ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა განქორწინების პროცესი დაასრულეს – ცნობილია ყველა დეტალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები