LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალბატონო, შენი ცხოვრება ტალახმოსხმული დადიხართ, აუცილებლად გამოვიყენებ რა ინფორმაციაც მაქვს“… – რა განცხადებას ავრცელებს ნატა ვიბლიანი და როგორ პასუხობს მას მარიამ კუბლაშვილი

8260
მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს, თამუნა მუსერიძის პოდკასტის – „ვეძებ“ გასული ეპიზოდის სტრუმარი იყო.

გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში ნატა ვიბლიანი ცალსახად საუბრობდა, რომ ძალადობასაც კი არ ჰქონია ადგილი, შემდგომ თქვა, რომ ერთ ეპიზოდს ჰქონდა ადგილიო, შემდგომ კი თქვა: სისტემატურად ძალადობდნენო… გაგიგიათ ასეთი ვერსია? ძალიან ბინძური ვერსია არის: „მე შენ მოგასხავ ტალახს და შენ ჩემოიწმინდე, მიდი“ – ეს ძალიან ცუდი საქციელია“.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში ნატა ვიბლიანი ცალსახად საუბრობდა, რომ ძალადობასაც კი არ ჰქონია ადგილი… „მე შენ მოგასხავ ტალახს და შენ ჩამოიწმინდე“ – ეს ძალიან ცუდი საქციელია…“ – რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე

მარიამ კუბლაშვილის აღნიშნულ ვიდეომონაკვეთს ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა და დაწერა:

„ქალბატონო შენი ცხოვრება ტალახ მოსხმული დადიხართ არა ერთი ინფორმაცია გავიგე პირადად თქვენზე და არ ვლაპარაკობ ავცილებლად გამოვიყენებ მე რაინფორმაციაც მაქვს“, – დაწერა ნატა ვიბლიანმა. [სტილი დაცულია]

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ამავე კომენტარის საპასუხოდ, ნატა ვიბლიანმა მოგვიანებით კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„ცალსახად ვსაუბრობ ჯიმშერი ვიბლიანი არის მოძალადე ჯიმშერი ვიბლიანი არა ერთ ოჯახის წევრ ქალბატონთან ქონდა ურთიერთობა მთელმა ჭუბერმა იცის“ – დაწერა ნატა ვიბლიანმა.

ნატა ვიბლიანის მიერ მარიამ კუბლაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, ცოტა ხნის წინ ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა თავად მარიამ კუბლაშვილიც:

„დაშინება, შეურაცხყოფა ან პიროვნული თავდასხმები ჩემს პროფესიულ პოზიციას ვერ შეცვლის!

რაც მეტ უსამართლობას, აგრესიასა და ზეწოლას ვხედავ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი პროფესიული მოვალეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, არ დავიხიო უკან და სიმართლე სამართლებრივი გზით ვეძებო.

ვერავინ გამაჩერებს მუქარით, სიძულვილის ენით, ბულინგითა თუ საზოგადოებრივი ზეწოლით. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ გამიცნო იმ ადამიანების ნაწილმა, ვინც ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდებით ჩემს გაჩერებას შეძლებს.

თუ ადამიანი მძიმე ტრავმასა და უბედურებას ატარებს, ეს გულწრფელ თანაგრძნობას იმსახურებს. მაგრამ არც ერთ ტრაგედიას არ შეუძლია გაამართლოს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა ან ცილისწამება მიზნის მიღწევის საშუალებად. გადატანილი უბედურება არავის აძლევს უფლებას, ათი უდანაშაულო ადამიანი გააუბედუროს. ბოროტებას ბოროტებით პასუხი არასოდეს არის სამართლიანობა.

სამართლე უნდა ვეძებოთ მხოლოდ სიმართლით!

სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი გამარჯვებაც და საზოგადოების ნდობის მოპოვებაც და მისი შენარჩუნებაც.

ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საჭიროებს ყურადღებით შეფასებას, მათ შორის იმ კუთხითაც, ხომ არ იქმნება გარემო, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, მათი თავისუფალი ნების გამოხატვაზე ან ადამიანების სურვილზე, გამოძიებას მიაწოდონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია?

ამ საკითხებზე ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტებით, მხოლოდ მტკიცებულებებით და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

დანარჩენს სამართლებრივი პროცესი იტყვის.

ქალბატონი ნ.-ს დღევანდელი საჯარო განცხადება ხომ არ ქმნის პიროვნული ზეწოლისა და დაშინების შთაბეჭდილებას?“ – წერს მარიამ კუბლაშვილი.

„ერთი დღეც არ დამიმალავს…“ – რას ამბობს ნატა ვიბლიანი 50 000 ევროს ჩანაწერთან დაკავშირებით და რას პასუხობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

ცნობისათვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.

23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.

„საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“ – მარიამ კუბლაშვილის პირველი საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეზე

„შეცდომა თუ მიზანმიმართულად შექმნილი მცდარი წარმოდგენა?“ – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები