რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში, ,,ოსკარების” რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საღამო, რომელიც სავსე იყო მოულოდნელობით, კიდევ უფრო უეცარი აღმოჩნდა შარლიზ ტერონის თაყვანისმცემლებისთვის.
საქმე ისაა, რომ სამხრეთ აფრიკელი მსახიობი დოლბის თეატრის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე ახალი იმიჯით და ეფექტური ლუქით წარდგა. 43 წლის მსახიობი, რომელსაც აქამდე ქერა თმით ვხედავდით, ღონისძიებაზე შავგვრემანი მოგვევლინა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავის ჩაცმულობა. ,,დიორის” კაბა მოხდილი ზურგითა და გრძელი შლეიფით, ქალურობისა და დახვეწილობის იდეალურ მაგალითად შეფასდა.