სულ რამდენიმე დღეა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ 35 კეტი პერი და 43 წლის ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან. აღნიშნული სიახლე მომღერალმა გულშემატკივრებს ახალი ვიდოეკლიპით ამცნო და იმ დღის შემდეგ საზოგადოების წინაშეც თამამად ჩნდება.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან
სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მომღერალმა კი „ტვიტერზე“ დაწერა : „ოჰ ღმერთო, რა კარგია, რომ ამის დამალვა აღარ მომიწევს“
სულ ცოტა ხნის წინ კი პოპ-ვარსკვლავმა საზოგადოება კვლავ შოკში ჩააგდო. მან მელბურნში, კრიკეტის ქალთა მსოფლიო ტურნირის ფინალი გახსნა. არტისტს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და აქტიურად მოძრაობდა. ის საკმაოდ თამამ და ენერგიულ მოძრაობებს აკეთებდა.
„როგორ მოძრაობს, მგონი დაავიწყდა, რომ ბავშვს ელოდება“, „ექიმებო უთხარით რამე“, „კეტი, აქ ნუ იმშობიარებ“ – წერენ სოციალურ ქსელში.