LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ“ – რეტროგრადული მერკური პიკს აღწევს, ვემზადებით ახალი დასაწყისისთვის

271
page

წლის დასაწყისში ასტროლოგები გვაფრთხილებდნენ, რომ 2021 წელს რეტროგრადული მერკური გააქტიურდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ურთიერთობების აღდგენის შანსი დიდია. და მართლაც, ჩვენ ჰოლივუდში არაერთი ცოცხალი მაგალითი გვყავს. ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი, რომლებიც 17 წლის წინ დანიშნულები იყვნენ.

ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ვნებიანი კოცნა და ნანატრი კადრები „ბენიფერის“ გულშემატკივრებისთვის

ირინა შეიკი და კანიე უესტი, – ინფორმაციის თანახმად ჰიპ-ჰოპ არტისტს მოდელი ჯერ კიდევ 11 წლის წინ უყვარდა.

„გავლენიანი წყვილი“ – კანიე უესტმა პირველი ნაბიჯი გადადგა – შეიკი-უესტის რომანის ახალი დეტალები

ასევე ანჯელინა ჯოლი და ჯონი ლი მილერი, ისინი დაქორწინებულები იყვნენ და ახლა სავარაუდოდ ერთმანეთს ხვდებიან.

ანჯელინა ჯოლიმ 17 წლის ვაჟი ყოფილი მეუღლის გასაცნობად წაიყვანა – პაპარაცული ფოტოები

და მაინც, როდესაც ყოფილ წყვილებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 90-იენი წლების ულამაზესი წყვილი, ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი. გავიხსენოთ 2020 წელს გამართული SAG Awards და ბრედისა და ჯენიფერის კულისებს მიღმა ეპიკური შეხვედრა, ან თუნდაც მათი ონლაინფლირტი.

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ენისტონი შოუში იყო მიწვეული, სადაც ყოფილ ქმარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ისინი კარგი მეგობრები არიან და ძალიან ბევრს საუბრობენ.

„ბრედი და მე მეგობრები ვართ და ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

ასეა თუ ისე, ყველაფერი მეგობრობით იწყება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყვილს ერთობლივი წარსული და ტკბილი მოგონებები აკავშირებს.  ახლა ისინი თავისუფლები არიან და რატომაც არა, თუკი რეტროგრადული მერკური მათზეც ჩვეულ და უკვე აპრობირებულ გავლენას მოახდენს. ასე რომ ველით „ბრედინსტონის“ გაერთიანებას.