2010 წელს კანიე უესტმა კლიპი Power გაავრცელა, რომელშიც ირინა შეიკი მონაწილეობდა. ჰიპ-ჰოპ არტისტი მოდელით მაშინვე მოიხიბლა. ზუსტად 11 წლის შემდეგ კი, როგორც კი ის კიმ კარდაშიანს გაშორდა, შეიკს თავად შეეხმიანა. ფაქტია, პირველი ნაბიჯი დაუფასდა და საბოლოოდ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, უესტის 44 წლის იუბილეზე კანიე და ირინა საფრანგეთში გაემგზავრნენ.
ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს
პერიოდულად ახალი დეტალები იკვეთება, ინსაიდერების განცხადებით შეიკი და უესტი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან.
„ახლა მათ საუკეთესო პერიოდი აქვთ, პირველი ნაბიჯი უესტმა გადადგა და აღნიშნული აქტიურობა შეიკს საოცრად ხიბლავს. კანიეს კი ის ფაქტი მოსწონს, რომ ირინა მსოფლიოში დაფასებული და აღიარებული მოდელია. მისი აზრით, ისინი დიდი გავლენის მქონე წყვილად ჩამოყალიბდებიან“, – აცხადებს ინსაიდერი.