LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედი სიყვარულისთვის მზადაა – განქორწინებიდან 5 წლის შემდეგ ვარსკვლავმა გადაწყვიტა პირად ცხოვრებას მიხედოს

1389
Untitledfdddrr

ცოტა ხნის წინ, ბრედ პიტმა განაცხადა, რომ სანამ შვილებზე მეურვეობას არ მოიპოვებს, ის პაემანზე არავისთან წავა, თუმცა როგორც ჩანს, პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა მამაკაცმა აზრი შეიცვალა.

„სანამ შვილებზე მეურვეობას არ მოიპოვებს, ის პაემანზე არავისთან წავა“ – ბრედ პიტი პირად ცხოვრებაზე უარს ამბობს

შესაძლოა, ბრედზე ყოფილი მეუღლის, ანჯელინა ჯოლისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, The Weeknd-ის შესაძლო რომანზე ჭორებმა იმოქმედა, ან მას ჯოლისა და მისი ყოფილი ქმრის, ჯონი ლი მილერის პაპარაცული ფოტოები მოხვდა გულზე.

ორ მამაკაცს ერთდროულად ხვდება? – ანჯელინა ჯოლიმ The Weeknd „უიქენდებზე“ შემოიტოვა

ინსაიდერების განცხადებით, 57 წლის პიტი უკვე მზადაა პირადი ცხოვრება ააწყოს, თუმცა მას პაემნების პროცესი სასტიკად არ მოსწონს. ამის შესახებ Us Weekly წერს.

„ბრედს სურს იპოვოს ის განსაკუთრებული ქალბატონი, რომელთან ერთადაც დიდ დროს გაატარებს, თუმცა პაემნებზე სიარულის პროცესი არ მოსწონს“, – აცხადებს ინსაიდერი.

განქორწინების შემდეგ, ბრედის რომანებზე მოარული ხმები დადიოდა, მას ხან ალია შოკათან რომანში ადანაშაულებდნენ, ხან მისსა და 36 წლის მომღერლის და მსახიობის, ამომავალ ვარსკვლავის, ანდრა დეის რომანზე წერდნენ, ხანაც ამბობდნენ, რომ მას რომანი მოდელთან, ნიკოლ პოტურალსკისთან ჰქონდა, თუმცა ოფიციალურად არცერთ ქალბატონთან კავშირი არ დადასტურებულა.

ნიკოლი წავიდა ბრედი თავისუფალია – სამთვიანი ცეცხლოვანი რომანის შემდეგ ბრედ პიტი და ნიკოლ პოტურალსკი ერთმანეთს დაშორდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები