ლეგენდარულ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს 47 წელი შეუსრულდა, როგორც ყოველთვის, დევიდმა მნიშვნელოვანი დღე ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაატარა. ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გაავრცელა. ბექჰემების ოჯახმა იუბილე ეგზოტიკური კუნძულის სანაპიროზე აღნიშნა. ერთ-ერთ ფოტოში დევიდი წელს ზემოთ შიშველი, მზეს ეფიცხება,
„ცუდი არ არის ხომ 47 წლისთვის“, – ასე დაასათაურა ფოტო მოსიყვარულე მეუღლემ. შემდეგ ფოტოში იუბილარი ტახს სტაფილოს აჭმევს. სახალისო ფოტო ვიქტორიამ ასე აღწერა: „დევიდ შენ ყველას უყვარხარ“
ფოტო: ვიქტორია „Spice გოგონას“ იმიჯს უბრუნდება – „ბექჰემების“ განცხრომა იახტაზე
ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ