LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძალ-დედამთილს შორის გაჩაღებული „ცივი ომის“ დეტალები გაშიფრულია

2639
Untitledfdfdfd

ბოლო კვირების განმავლობაში დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა მილიარდერი ნიკოლა პელტცისა და მისი დედამთილის, ვიკტორია ბექჰემის უთანხმოების შესახებ. ინსაიდერების განცხადებით, ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან. როგორც ირკვევა, საზოგადოების აზრი ნიკოლას საკმაოდ აღელვებს და ჭორები მისთვის მტკივნეულია.

„ერთმანეთს ვეღარ იტანენ“ – ნიკოლა პელტცი ემოციურ პოსტს ავრცელებს – რძალ-დედამთილის ომი დაიწყო? 

ბოლოს და ბოლოს, რძალ-დედამთილს შორის გაჩაღებული „ცივი ომის“ დეტალები გაშიფრულია. ნიკოლამ და ბრუკლინმა დუმილი დაარღვიეს. მათ გამოცემა Variety-ს ინტერვიუ  მისცეს, სადაც ბრუკლინმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და ერთმანეთის მიმართ ყველა მეგობრულადაა განწყობილი.

27 წლის ნიკოლა აცხადებს, რომ ჭორები კაბის გამო გაჩნდა. მას ქორწილში  ვიკტორიას მიერ შექმნილი კაბა უნდა ჩაეცვა, შემდეგ კი გადაიფიქრა და არჩევანი „ვალენტინოს“ კაბაზე შეაჩერა.

„მე მინდოდა და ვაპირებდი კიდეც მისი კაბის ჩაცმას, თუმცა რამდენიმე თვეში მივხვდით, რომ მისი ატელიე ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას რაც საჭირო იყო. ამიტომაც, საჭირო გახდა სხვა კაბის არჩევა. აი საიდან აღმოცენდა ჭორები“, – აცხადებ ნიკოლა.

ფოტო: „როდესაც მილიარდერი ცოლი გყავს“ – ნიკოლა პელტცი „ვალენტინოს“ფირუზისფერ ულამაზეს კაბაში 

ფოტო: „საუკუნის ქორწილი“ – ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მილიარდერი გულისსწორის გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები