ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა რამდენიმე კვირის წინ ჩაწერილ დუეტზე, Hold me Closer გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2016 წლის ალბომის Glory-ის შემდეგ.
რაც შეეხება კლიპს, ის მეხიკოშია გადაღებული, მისი რეჟისორი ტამუ მუინოა, ქორეოგრაფი კი ჯეიკობ ჯონასი.
ცნობისთვის, სიმღერის ორიგინალური ვერსია ელტონ ჯონმა 1971 წელს გამოუშვა.
პოპის პრინცესა დაბრუნდა – ბრიტნი სპირსმა და ელტონ ჯონმა დუეტი ჩაწერეს