LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენსანი ევასთან უფრო ბედნიერი იქნება“ – ვენსან კასელმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ფოტოები წაშალა და ევა გრინთან გადაღებული ფოტოები ატვირთა

1495
page

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი  ერთმანეთს დაშორდნენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად ვენსან კასელის მხრიდან ღალატზეც საუბრობს.

ცნობისთვის, ორი თვის წინ პარიზში სტივენ ჰოპკინსის სერიალის, „კავშირის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლებს ევა გრინი და ვენსან კასელი თამაშობენ. წითელ ხალიჩაზე მსახიობები ერთად პოზირებდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. სერიალში მათ შორის ქიმია თვალსაჩინოა. 56 წლის კასელის „ინსტაგრამს“ თუ გადახედავთ. ნახავთ, რომ მას ბოლო პერიოდში, 42 წლის ევა გრინთან გადაღებული არაერთი ფოტო აქვს გავრცელებული.

„მოწიფული სიყვარული“, „იდეალური წყვილია“, „ერთმანეთს საოცრად შეეფერებიან“, „ვენსანი ევასთან უფრო ბედნიერი იქნება“ – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ევა გრინის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის გათხოვილი არასდროს ყოფილა, მას არც შვილები ჰყავს.

„ინსტაგრამზე მეუღლის ყველა ფოტო წაშალა“ – ვენსან კასელი და ტინა კუნაკი 5 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

„მონიკა ბელუჩისა და ტინა კუნაკის ერთადერთი ღირსეული კონკურენტი“ – ევა გრინი და ვენსან კასელი წითელ ხალიჩაზე

 

View this post on Instagram

 

A post shared by VEENTZ (@vincentcassel)

 

View this post on Instagram

 

A post shared by VEENTZ (@vincentcassel)

 

View this post on Instagram

 

A post shared by VEENTZ (@vincentcassel)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები