ანჯელინა ჯოლი ნიუ-იორკში, შვილებთან, პაქსთან, ზაჰარასთან და შაილოსთან ერთად გადაიღეს. ვარსკვლავური ოჯახი სავახშმოდ მიემართებოდა.
ამ დღეს 48 წლის მსახიობი, როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას შავ კაბაზე კრემისფერი პლაშჩი ჰქონდა მოცმული, მის „ლუქს“ დიდ ზომის მზის სათვალე და შავი, კლასიკური ფეხსაცმელი ასრულებდა.
რაც შეეხება ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებს, ისინი ყოველდღიურ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი. მედიის განსაკუთრებული ყურადღება 17 წლის შაილომ დაიმსახურა, რომელიც ლურჯ შარვალსა და ჰუდში იყო გამოწყობილი. სხვათა შორის, პაპარაცების დანახვისას გოგონამ თავის ჩასწია, თითქოს მათ ემალებოდა.
„შაილო ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც მის ასაკში მყოფი ნებისმიერი თინეიჯერ. ის დაცვის გარეშე გადაადგილდება და მანქანას დამოუკიდებლად მართავს. მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და პაპარაცებს გაურბის“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ბრანჯელინას“ 17 წლის ქალიშვილს „კვლავ ბიჭობა სურს“ – შაილო ჯოლი-პიტის უახლესი ფოტოები
ცნობსითვის, ანჯელინა ჯოლის კარიერაში სიახლეებია. მან „ატელიე ჯოლი“ დააარსა.. ატელიეში ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. ასევე შესაძლებელი იქნება ატელიეში ძველი სამოსის მიტანა და მისი განახლება. ანჯელინა ჯოლიმ ახალი კოლექციის შექმნა დააანონსა, რომელსაც ის ლეგენდარულ ბრენდთან „ქლოესთან“ ერთად ქმნის.
ანჯელინა ჯოლი ქერათმიანი გახდა – მსახიობი ახალ მოდის სახლს „ატელი ჯოლის“ აფუძნებს