ნიუ-იორკში „რალფ ლორენის“ 24 წლის შემოდგომა/გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე 54 წლის ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდა, რომელმაც ცხადია, „ლორენის“ კაბა მოირგო, თუმცა მის „ლუქს“ კრიტიკა მოჰყვა.
ეს გახლდათ გარდამავალი ფერის ქვედაბოლო, რომელსაც რამდენიმე ფენა ჰქონდა, მას ლოპესმა გამჭვირვალე პერანგი, მასიური ყელსაბამი, დიდი ზომის ქამარი „ქოვბოის“ ქუდი შეუხამა.
„ზედმეტად გადატვირთული“, „ქამრის და ყელსაბამის გარეშე უკეთესი იქნებოდა“, „მგონი ზედმეტი მოუვიდა“, „ქუდი აშკარად ზედმეტია“, – არ წყდება კომენტარებში.