მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის „მარია“ გადაღებები უკვე დაიწყო. ის რამდენიმე ქალაქში, პარიზში, მილანსა და ბუდაპეშტში მიმდინარეობს. გუშინ ფილმიდან პირველი ორი ფოტო გავრცელდა, ანჯელინა ჯოლი კალასის როლში მართლაც შეუდარებელია.
განუმეორებელი ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლში – ინტერნეტსივრცეს პირველი ფოტოები იპყრობს
ამჯერად ცნობილი ხდება, რომ გადამღები ჯგუფი პარიზში გაეშურა. ანჯელინას თან შვილებიც ახლავს, რომლებიც გადაღებების პროცესში მაქსიმალურად ჩართულნი არიან.
ახლად გავრცელებულ ფოტოებზე ჯოლისთან ერთად მისი ვაჟები, მედოქსი და პაქსი არიან აღბეჭდილნი.