LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას ის წლების მანძილზე აკეთებდა“ – ბრედ პიტის ადა ანჯელინა ჯოლის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა

2329
page

მას შემდეგ, რაც ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვაჟმა, პაქსმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, მედია აქტიურად აჟღერებს ახალ-ახალ ინფორმაციას ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ექს-წყვილის შესახებ.

„ყველაფერში დამნაშავე ანჯელინაა“ – ბრედ პიტზე დევნა დაიწყო – უახლესი დეტალები

ბრედ პიტის პასუხი ვაჟს, რომელმაც მას „მსოფლიო დონის ნაძირალა“ უწოდა

ბრედ პიტის გარემოცვა აცხადებს, რომ მისი და მისი შვილების ურთიერთობაზე ანჯელინა ჯოლს მუდამ დიდი გავლენა ჰქონდა.

„ანჯელინა შვილებს წლების განმავლობაში „წამლავდა”, ამას ის ძალიან დიდი დროის განმავლობაში აკეთებდა. ბავშვებს მამის შესახებ ნეგატიურ ისტორიებს უყვებოდა და ცდილობდა, მათ შორის ემოციური კავშირი მინიმუმამდე დაეყვანა“.

„ბრედ პიტი ძალიან განიცდის, რომ ეს სიტუაცია ასე დაუსრულებლად გაგრძელდა, თუმცა ის ღირსეულად დგას და დუმილის უფლებას ინარჩუნებს. ძალიან დასანანია, რომ ბრედი ცუდ ადამიანად და უვარგის მამად შერაცხეს, ყოველივე ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბრედი თითოეული შვილის მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი“, – წერს ინსაიდერი.

„ყველაფერში დამნაშავე ანჯელინაა“ – ბრედ პიტზე დევნა დაიწყო – უახლესი დეტალები

ბრედ პიტის პასუხი ვაჟს, რომელმაც მას „მსოფლიო დონის ნაძირალა“ უწოდა

„მოვა დრო და მსოფლიო სიმართლეს გაიგებს” – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვაჟმა მამას მსოფლიო დონის ნაძირალა უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები