რომეო ბექჰემის ყოფილმა შეყვარებულმა, 24 წლის მოდელმა, კიმ ტერნბულმა დუმილი დაარღვია და პოსტი გაავრცელა, რომელშიც ბრუკლინ ბექჰემთან წარსულში შესაძლო რომანს კატეგორიულად უარყოფს.
„მიწევს საუბარი იმაზე, რაზეც აქამდე საუბარი არ მსურდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მინდოდა, მაგრამ დადგა მომენტი, როცა სიმართლის თქმა აუცილებელია. არასდროს მქონია რომანტიკული ურთიერთობა ბრუკლინ ბექჰემთან. ჩვენი კავშირი მხოლოდ 16 წლის ასაკში, სკოლის მეგობრობით შემოიფარგლებოდა. არ მსურს არც ამგვარი ურთიერთობების ნაწილი ვიყო და არც ამ ჭორების“, – დაწერა კიმმა და რომეოსთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.
მედიის ცნობით, ბრუკლინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავის ძმას არ ელაპარაკება. წყაროს ცნობით, კონფლიქტის მიზეზი სწორედ კიმ ტერნბული იყო.
ქალის გამო გაჩაღებული შუღლი ძმებს შორის – ცნობილია ბექჰემების ვაჟების დაპირისპირების მიზეზი



