ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას მოქალაქის შესახებ, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.
აკა სინჯიკაშვილი წერს, რომ მას სახლი არ აქვს, რამეს ღია ცის ქვეშ ათევს და იმისათვის, რომ ქალს საკუთარი ოთახი ჰქონდეს, მოქალაქეების მხარდაჭერა და თანხის მობილიზებაა საჭირო.
„ეს ქალი არის ავადმყოფი და პირდაპირ ქუჩაში წევს. თავზე კარი აქვს ჩამოკიდებული, უბრალოდ ძალიან რომ არ დასველდეს. ასე, დიდხანს მართლა ვერ გაძლებს.
მანქანების სადგომზე ხურდებს აგროვებს, რომ უბრალოდ პური მაინც ჭამოს. აი მართლა ისეთი საწყალი ქალია, გული დაგეწვებათ. ამას ასე ვერ დავტოვებთ.
მომეხმარეთ რა და დღესვე თავისი ოთახი ექნება. ერთადგილიანი საცხოვრებელი კონტეინერი, სულ 5 500 ლარი ჯდება. მერე ჩვენ მივხედავთ სულ.
გამივრცელეთ რა და ამაღამ თავის საწოლში დავაძინებთ. გაჩვენებთ, როგორ გავაბედნიერებთ ადამიანს.
აბა ჩვენ ვიცით. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი – #GE35BG0000000144817300 – აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი – #GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
🔴ეს ქალი არის ავადმყოფი და პირდაპირ ქუჩაში წევს. თავზე კარი აქვს ჩამოკიდებული, უბრალოდ ძალიან რომ არ დასველდეს. ასე,…
Posted by Akaa Sinjikashvily on სამშაბათი, 13 მაისი, 2025