LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში სურთ, რომ ანტივაქსერები 7 ათასი ევროთი დააჯარიმონ

40
1-9-800x450

ავსტრიაში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა ვინც ვაქცინაზე უარს იტყვის დააჯარიმონ. ხელისუფლება ჯარიმის თანხად რამდენიმე ათას ევროს განიხილავს, მაქსიმალური ოდენობა 7,2 ათასი იქნება.

პირველი უარის შემდეგ მოქალაქეს ადმინისტრაციულ სამსახურში გამოიძახებენ. თუკი ამ გამოძახებას ის ორჯერ უგულებელყოფს, 3,6 ევროთი დაჯარიმდება. ხოლო თუკი ამის შემდეგაც არ მოისურვებს ვაქცინაციას, ჯარიმის თანხა 7,2 ათასამდე გაიზრდება. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალი კანონი ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს ავსტრიამ ნაციონალური ლოკდაუნი გამოაცხადა. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ყველა რეგიონში კრიტიკული გახდა. 2022 წლის თებერვლიდან ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაც სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები