ჯეი ლო კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ მისი ფილმის, „ქალი ობობას კოცნა“ პრემიერა შედგა. რამდენიმე დღის წინ კი ის თავისი მენეჯერის და ახლო მეგობრის, ბენი მედენის იუბილეზე გადაიღეს. ბევერლი-ჰილსზე მდებარე რესტორანში Novikov, 55 წლის არტისტი და მსახიობი ხასხასა მწვანე, ბრჭყვიალა კაბით გამოჩნდა.
არ დააყოვნა უახლესმა ცნობებმაც, ინსაიდერის ცნობით, ჯეი ლომ გასულ კვირას ბრენტვუდში მდებარე სახლი მოინახულა. ეს გახლავთ 20 მილიონ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ბენ აფლეკის სახლის მახლობლად მდებარეობს.
„ბენ მოემზადე, ჯეი ლოს შენს მეზობლად სახლს ყიდულობს“, „არ ასვენებს ამ კაცს“, „ბენ, ისევ ხაფანგში ხარ“, – არ წყდება კომენტარები.