LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერის ზღაპარი დასრულდა“, „რამდენიმე დღეში დაბერდა“ – ჯეი ლო, ბენ აფლეკის სახლიდან გადასვლის შემდეგ პირველად გადაიღეს

1828
page

როგორც ცნობილია, ბენ აფლეკმა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლიდან, რომელიც მან ჯეი ლოსთან ერთად შეიძინა, საკუთარი ნივთები გამოიტანა. ეს მოხდა მაშინ, სანამ მისი მეუღლე ევროპაში მოგზაურობდა. ამის შესახებ დასავლური People წერს.

მანამ, სანამ ჯეი ლო ევროპაში მოგზაურობდა, ბენ აფლეკმა სახლიდან საკუთარი ნივთები გამოიტანა – უახლესი ფოტოები

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯეი ლო პაპარაცებმა პირველად გადაიღეს. ის ბევერლი-ჰილსზე, ქალიშვილთან, 16 წლის ემმასთან ერთად სავახშმოდ მიემართებოდა. ამ დღეს 54 წლის არტისტი აშკარად უხასიათოდ გამოიყურებოდა, მას თეთრი პერანგი და შავი შარვალი ამშვენებდა. ჯეი ლოს ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ბენიფერის ზღაპარი დასრულდა“, „ეს ქალი რამდენიმე დღეში დაბერდა“, „ძალიან დაღონებულია“, „განადგურებულია“, – არ წყდება კომენტარები.

ჯეი ლოს ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, ბენის თითზე ბეჭედიც დაბრუნდა – ჯეი ლომ მეუღლეს ოფისში მიაკითხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები